კულტურის ცენტრში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მედპერსონალისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა მედიცინის მეცნიერთა დოქტორი გიორგი კამკამიძე. ტრენინგი რამდენიმე საათი გაგრძელდა და სლაიდზე ზუსტად იყო წარმოდგენილი B ჰეპატიტის მართვის შესახებ. ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. პირველ ეტაპზე, პაციენტები, B ჰეპატიტზე ტესტირებას და დიაგნოსტიკას გადიან, შემდეგ კი იწყება მკურნალობის ეტაპი. სერვისების მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამაში ჩართულ მიმწოდებელ დაწესებულებებს.