საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების მიზნით, ქრონიკული პაციენტები, სრული სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში, სრულიად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები.
აღნიშნული პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობა კი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მედპერსონალთან, სადაც ჯანმრთელობის კვლევითი კავშირის წარმომადგენელმა და ბიოლოგიური მეცნიერებათა დოქტორმა უფრო ვრცლად ისაუბრეს B ჰეპატიტის ავადობის მიმდინარე პროცესებზე, გართულებებზე და ვირუსის პრევენციულ ღონისძიებებზე.