საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

0
175

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამი,რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება.

„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.

ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წინა სტატიაწონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მუდმივად იმოძრაო და იარო წინ
შემდეგი სტატიაზამთრის არდადეგების ვადები სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ცნობილია