საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, ბოლნისში მუსიკალური საღამო გაიმართა

0
200

ბოლნისის კულტურისა და დავენების პარკი ერთი დღით სრულიად ახალ სივრცედ გადაიქცა. ჟრიამული აქ მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის  ორგანიზებით  ფერადი,მხიარული და მუსიკალური საღამო მოეწყო.

ღონისძიებისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო. აქ მოსულ სტუმრებს  არაერთი სანახაობრივი აქტივობა დახვდათ – გასართობი სივრცეები, ღია კაფეტერია, ფოტო სტენდები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა

ღონისძიება ყველა ასაკზე იყო  გათვლილი.პატარებისთვის  სხვადასხვა გასართობი და  შემეცნებითი  აქტივობები მოეწყო, გაიმართა  ვორქშოპი, თოჯინების თეატრი და საპნის ბუშტების შოუ.  ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები და  ზღაპრის გმირები.

საღამო  კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობა  ბენდმა,,ბანდეროლმა’’ და ,,ჩვენებურებმა’’მიიღეს. ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გატარების მიზნით,  მთავრობის ადმინისტრაციის  მიერ ორგანიზებული მუსიკალური საღამოები საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

წინა სტატიალევან ქუქჩიშვილის მარანში ქართველ და აზერბაიჯანელ მხატვართა ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მოეწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში პირველად ადგილწარმოშობის ფესტივალს ბოლნისმა უმასპინძლა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ