სასწავლო წელი კულტურის სახლის სახელოვნებო წრეებმა დაიწყო

0
88

დღეს სკოლებთან ერთად სასწავლო წელი სახელოვნებო დარგებში, კულტურის სახლებსა და კლუბებშიც განახლდა. ბოლნისის კულტურის სახლში სახელოვნებო წრეებზე საბუთების მიღება დაწყებულია. სიმღერა, ხატვა, სპორტული და ნაციონალური ცეკვები  – ეს იმ წრეების არასრული ჩამონათვალია, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ არაფორმალური განათლება.

ბოლნისის კულტურის ცენტრი მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო წელს გვპირდება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სახელოვნებო განათლება ინდივიდუალური, ესთეტიური და შემოქმედებითი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ზემოთ აღნიშნული წრეების ფუნქციონირების მიზანია, მოსწავლეთათვის შესაბამისი პირობების შექმნით, მათი ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარება და მრავალმხრივ განვითარებული მსმენელის აღზრდა.

წინა სტატიასკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
შემდეგი სტატიაუნარების გაძლიერება და დასაქმების შესაძლებლობა – „სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი“  ბოლნისში მესამე წელია ფუნქციონირებს

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ