შაბათი, სექტემბერი 14, 2024
spot_img

სასმელ წყალთან დაკავშირებით გოგი მეშველიანი ინფორმაციას ავრცელებს

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში

გოგი მეშველიანი, ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის და წყალარინების სიტემის რეაბილიტაცია/მშენებლობის საკითხებზე, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად.

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომუნიკაცია გვქონდა ” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის და წყალარინების სიტემის რეაბილიტაცია/მშენებლობის საკითხებზე.

გაცნობებთ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა “ამხანაგობა ინვესტ გრუპი” და პირველი ეტაპის სამუშაოების დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს და მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადაა 2023 წლის თებერვალი.

პროექტით უნდა განხორციელდეს :

◾ყარაბულახის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია,

◾მაგისტრალზე არსებული დაზიანებების სრულად აღმოფხვრა,

◾ჭრეში-ბოლნისის ამორტიზირებული მაგისტრალის რეაბილიტაცია,

◾სოფლების: ტანძია, იწრია, ძველი ქვეში, რატევანი და ძეძვნარიანის სრული რეაბილიტაცია, რეზერვუარების მოწყობა და ასევე ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

რაც შეეხება ქ. ბოლნისის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის შეფერხებული მშენებლობის საკითხს:

◾ახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც ჩაშლილია 6 ლოტად. სამუშაოები, წინასწარი გეგმით დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბერი-ოქტომბრის თვეში და დასრულების ვადაა დაწყებიდან 1 წელი.

✔️ასევე ტექნიკური დავალება უკვე მომზადებულია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი:

◾დაბა კაზრეთის ყველა კორპუსის სასმელი წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაციაზე, გამრიცხველიანებაზე და ამორტიზირებული ქსელის აღდგენაზე…ასევე ქ. ბოლნისის ყველა კორპუსის რეაბილიტაცია + გამრიცხველიანება.ამავე პროექტით გათვალისწინებულია სოფლების: დარბაზი, გეტა, ფოცხვერიანი და ბალიჭის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, “ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები