ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img

სასკოლო სპორტული ლიგის გამარჯვებული №1 საჯარო სკოლა გახდა

„როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 15 მაისს სტარტი აიღო სასკოლო სპორტულმა ლიგამ მინი ფეხბურთში, სადაც,  24 გუნდი ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდა. ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის მინი სტადიონზე, ტურნირი ფეხბურთში, ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და საფინალო შეხვედრაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის გუნდმა 2:0 კრწანისის სკოლა დაამარცხა. სასკოლო სპორტული ლიგა 2019 წლიდან ხორციელდება და  უკვე 5 რეგიონს მოიცავს, სადაც  სპორტის 15 სახეობაში 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაცია, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები