ოთხშაბათი, ნოემბერი 6, 2024
spot_img

საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ინიციატივით, ქალაქ ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, იაკობ ხუცესის ქუჩის მაცხოვრებლებმა  სასმელი წყლისა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს.

სასმელ წყალთან დაკავშირებულ ინფორმაცია მოქალაქეებმა კომპეტენტური პირისგან მიიღეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნა, რომ სათავე ნაგებობაზე უახლოეს მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რითაც პრობლემა, რომელიც განსაკუთრებთ  ბოლო 2 წლის განმავლობაში მწვავედ დგას, მოგვარდება. შეკრებილ მოსახლეობას განუმარტეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება 17 საათიანი გრაფიკით იქნება. დღის წესრიგში დგას ასევე კანალიზაციის პრობლემაც. შეჩერებული პროექტი განახლდა  და მალე კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც გაგრძელდება. 

მოსახლეობამ ერთ-ერთ პრობლემად ასევე ქუჩაზე არ არსებული ინფრასტრუქტურა დაასახელა. ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია რელიეფურად მაღლობზეა, უხვი ნალექების დროს მოვარდნილი წყალი განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის. კანალიზაციის და სასმელი წყლის  სისტემების მოწყობის სამუშაოების დასრულებისთანავე  გზის რეაბილიტაცია განხორციელდება თავისი  სანიაღვრე არხით, რითაც იაკობ ხუცესის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემა სრულად  აღმოიფხვრება.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები