შაბათი, აპრილი 26, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებასაკრებულოს უმრავლესობის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

საკრებულოს უმრავლესობის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრტიული საქართველოს’’ თავმჯდომარე დავით ჯაფარიძესთან და უმრავლესობის წევრებთან – ნონა ყაველაშვილი, ნონა რეხვიაშვილი, ფერიდე ტვილდიანი, ბექა წაქაძე, ფუად მამედოვი და რასულ ბახტიაროვთან ერთად ნახიდურსა და ცურტავში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და გამოიკვეთა ის საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას.

დასმულ კითხვებს ძირითადად ნახიდურის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვუგარ ისაევმა უპასუხა.

სოფლებში ნახიდურსა და ცურტავში რამოდენიმე საკითხზე იქნა ყურადღება გამახვილებული.

ნახიდურში მოსახლეობამ შიდა გზის მოასფალტება და სკოლის შიდა ეზოს მოხრეშვა მოითხოვა.

ცურტავში კი, შიდა სარწყავი არხის რამოდენიმე მონაკვეთის გაწმენდა.

აღსანიშნავია რომ შეხვედრები მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 129 მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს საკრებულოს წევრის შეხვედრებს ამომრჩეველთან.

 

 

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები