ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
Homeგანათლებასაკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“ - მიხეილ ჩხენკელი

საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“ – მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მასწავლებლებზე და განაცხადა, რომ სკოლებში უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები, შესაბამისად, მათ მიეცემათ სკოლაში დასაქმების საშუალება, კონკურსის გავლის შემდეგ:

„ახალგაზრდა პედაგოგების დიდი რაოდენობა შემოვა სისტემაში; ვაკანსიები გაჩნდა და იანვრიდან უკვე დაიწყება კონკურსები სკოლებში, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ კონკურსები ჩატარდება უმაღლეს დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს. აქ ორი მთავარი კრიტერიუმია – უნდა იცოდეს საგანი და ასევე, როგორ ასწავლოს ეს საგანი!“

მინისტრმა პრაქტიკოსი პედაგოგებიც ახსენა და განმარტა, რომ ისინი, ვინც ზღვარი გადალახა, სტატუსს ავტომატურად აიმაღლებენ, ხოლო დანარჩენების ადგილას გამოცხადდება კონკურსი:„პრაქტიკოსი მასწავლებლები ვინც გადალახა ზღვარი და მათ მინდა მივულოცო, ავტომატურად აიმაღლებენ სტატუსს, ხოლო ვინც ვერ გადალახა, იანვარში იქნება კონკურსი და თუ შემოვიდა ახალი კადრი, ახალი მასწავლებელი ეყოლება სკოლას“.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები