ბოლნისის ოცდამესამე საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ქურდიანმა მათ ინფორმაცია მიაწოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას. მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
პოპულარული სიახლეები
ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პირველ დეკემბერს, USAID-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანია,...