იმუნიზაციის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მშობლები, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები და სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია კალენდარულ საბავშვო ვაქცინის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე, ასევე წარმომადგენლებმა ხაზგასმით ისაუბრეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომლითაც სახელმწიფო პროგრამით 10-დან 26 წლამდე გოგონები ისარგებლებენ.
შეხვედრა, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამართა.