ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში განხორციელდა საგრანტო პროექტი: „ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში.“
პროექტი USEID-ის დაფინანსებით, სამოქალაქოს პედაგოგმა განახორციელა , სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა, გაიმართა დისკუსია თემაზე: ციფრული მედეგობა, ტრენერის მოწვევა, მოსწავლეთა ნახატების, სლოგანების, პრეზენტაციების გამოფენა, გამარჯვებული ნაშრომების დაჯილდოება, ვიდეორგოლების მომზადება და სოციალურ ქსელში განთავსება.
,, ოცდამეერთე საუკუნის გლობალურ სამყაროში მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ზემოაღნიშნული თემა. მოსწავლეები დიდ დროს უთმობდნენ ონლაინთამაშებს, ტელეფონს საგანმანათლებლო მიზნით არ იყენებდნენ. არ ჰქონდათ განვითარებული ციფრული კომპეტენციები,არ იცოდნენ პირადი პერსონალური მონაცემების დაცვა, სიძულვილის ენის, კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აზერბაიჯანულია, არის ქართული სექტორი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროექტულ სწავლებაში. მოსწალეებმა კარგად გაიგეს თემა, შეიძინეს ის უნარები, რომელსაც მთელი ცხოვრება გამოიყენებენ.
პროექტის მდგრადობა კი იმით დასტურდება, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრული მასალების დამზადება, საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება, კერძოდ: პრეზენტაციების მომზადება, ვიდეორგოლის, პოსტერების, ბლოგის, ანიმაციების შექმნა, დეზინფორმაციის გამიჯვნა სწორი ინფორმაციისგან, ასევე ინფორმაციის დახარისხება.
სკოლა მაშინ არის წარმატებული, როცა მოსწავლეები შედეგებზე გადიან და უმაღლდებათ აკადემიური მოსწრება. სამოქალაქო განათლების გაკვეთილები კი ცოდნის ტრანფერის საშუალებას იძლევა. სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას მრავალფეროვან კონკურსებში და აქტივობებში.’’-აღნიშნა სამოქალაქოს პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა.