საგრანტო პროექტების პრეზენტაცია

0
288

ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბა კაზრეთში უკვე 2 წელია ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაბა კაზრეთში 4 პროექტი დაფინანსდა. კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში პროექტის ახალგაზრდული სივრცის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ  სხვადასხვა იდეების რეალიზებისთვის.

ახალგაზრდული სივრცის პრეზენტაციის დასრულებისთანავე, კლუბის მიერ ახლადგამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის, კინოკლუბის წარდგენაც გაიმართა, პროექტორზე ნაჩვენები იქნა პირველი ფილმი. სეანსის შემდეგ კი შედგა დისკუსია ფილმში წამოჭრილ თემებზე.

პროექტის დასაწყისში ახალგაზრდებმა მოიკვლიეს თემში არსებული პრობლემები და საგრანტო პროექტის გამოცხადებისთანავე, რამდენიმე იდეა წარადგინეს, საიდანაც მოხდა ოთხი იდეის  დაფინანსება. გარდა ზემოაღნიშნული ორი პროექტისა, დაფინანსდა ასევე გოგონათა ფრენბურთის კლუბი და სამაგიდო თამაშები.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყონ საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. პროექტი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და გაძლიერებას. იგეგმება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

წინა სტატიაბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, კომპანია „ბუშონის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს
შემდეგი სტატია25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა