საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით

0
73

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER GEORGIA“, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

გრანტები გათვლილია სამიზნე მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემდეგი საკითხებით:

▶️ბიზნესში ქალების ჩართულობა და მათი გაძლიერება (პროექტი დაინტერესებულია ქალი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებით და ასევე ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობით);

ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს შექმნა/გაუმჯობესება (იგულისხმება ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირების ეთნიკური მრავალფეროვნება, გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირები ეთნიკურ ჯგუფებს შორის);

ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა/ევროკავშირის ბაზარზე წვდომა

კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა) მხარდაჭერილი იქნება 50 ბიზნეს საქმიანობა.

დაფინანსების განაწილება მოხდება შემდეგნაირად:

• 15 გრანტი – 2 000 ევრომდე

• 16 გრანტი – 2 000 ევროდან – 5 000 ევრომდე

• 16 გრანტი – 5 000 ევროდან – 10 000 ევრომდე

• 3 გრანტი – 10 000 ევროდან – 60 000 ევრომდე

დაინტერესებულმა ბიზნესებმა შევსებული განაცხადის ფორმა და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 5 ივნისამდე. ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giorgi.tvaliashvili@heks-eper.org წერილის ველში (Subject) მიუთითეთ “SME Grants”

განაცხადის ფორმა გთხოვთ გადმოწეროთ აღნიშნული ბმულიდან >

https://docs.google.com/document/u/0/?fbclid=IwAR1L-GfQsPIxzOfMpMPuEinEGQ0o64CDGrJMyfQHU3r31p2dWlxUchR3Kps

 

წინა სტატიაგოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა
შემდეგი სტატიალუკა გელიაშვილის გამარჯვება პრესტიჟულ პროგრამაში  და გზა ევროპისკენ

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ