ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჟა-ფშაველასა და რაფიელ ერისთავის ქუჩების კვეთაზე, ქვაფენილით მოკირწყვლის სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი მირიანაშვილთან ერთად მოინახულა. აღნიშნულ მონაკვეთზე, გარდა სავალი ნაწილისა, გაკეთდება ბორდიურები, ტროტუარები და დამონტაჟდება გარე განათება. აღნიშნული სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.