საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებათა ციკლი გრძელდება, დღეს გამართული აქტივობა მკვითხველების ჩართულობით წარიმართა. საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერის ჩანაფიქრი განხორციელდა- ღონისძიებამ მსმენელები აიყოლია, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ საბავშვო მწერლის ნინო ლარცულიანის შეოქმედებას გაცნობოდენენ. მწერალმა ბავშვები საანბანო ზღაპარში ამოგზაურა, მისი შემოქმედებიდან კი სახალისო გამოცანა-ლექსები პატარებმა თავად წაიკითხეს. ნინო ლარცულიანი ბოლნისის საბავშო ბიბლიოთეკას საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებთან ერთად სტუმრობდა. ავტორმა მკითხველისთვის რამდენიმე წიგნი საჩუქრად დატოვა და პირობა დადო მსგავს შეხვედრებს, მისი შემოქმედების მთავარ გმირებთან ხშირად მოაწყობს.