ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ ვითარება საკმაოდ საყურადღებოა. სექტემბრის თვიდან დღემდე 500-ზე მეტი დადასატურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, საბედნიეროდ გვყავს 150 გამოჯანმრთელებული პაციენტი. რიგ შემთხვევებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ქრონიკულ პაციენტებში კი ხშირად რთულდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის კოვიდ კლინიკაში ამ დროისთვის 80 საწოლია მობილიზებული, აქედან 15 რეანიმაციულ განყოფილებაში.
როგორც ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს ბოლნისში საწოლების სიმცირის პრობლემა არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბრიდან დღემდე სტაციონარში 112 კოვიდ ინფიცირებული გადიოდა მკურნალობას, აქედან 51 გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა, ამჟამად სტაციონარში 55 პაციენტი იმყოფენა, 13 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, 8 კი მართვით სუნთქვაზეა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ორი პაციენტი. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ. საიტზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე>>http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
[:]