კვირა, აპრილი 27, 2025
spot_img
HomeTVრეგიონალური ტურნირი ცურტავში

რეგიონალური ტურნირი ცურტავში

სოფელ ცურტავში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი რეგიონალური ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა მინი ფეხბურთში. ერთი თვის მანძილზე, ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 2009-2010 წლებში დაბადებული ნორჩი ფეხბურთელები ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ. ფინალური მატჩი ცურტავის ახალ სტადიონზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრა ცურტავის „არზუს“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონალური ტურნირი  უკვე მე-20-ე წელია იმართება და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ახალგაზრდა თაობებში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები