საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლიდან არჩევნების მოდერნიზების გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა 90 პროცენტი კენჭისყრის პროცესში, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დარჩენილი 10% ტრადიციული მეთოდით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში. სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო და 1700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ცნობიერების ასამაღლებლად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ელექტრონული ტექნოლოგიები განთავსდა, სადაც მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა იმიტირებულ პროცესში მიეღო მონაწილეობა. აღნიშნულ სიახლეებზე ვრცლად გვესაუბრება ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი