ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img

რა ახალი გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის – ცვლილება სქემაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრაქტიკოსი მასწავლებლებთან დაკავშირებით, ახალი გამონაკლისის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც უწყება განმარტავს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით ცვლილებები შეაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში.

მიხეილ ჩხენკელის უწყება აცხადებს, რომ სამინისტრო ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან. შედეგად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შემდეგი ცვლილებები შევა:

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.

გამონაკლისის სახით:

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

2021 წელს, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 7327 მასწავლებელი დარეგისტრირდა, გამოცდაზე კი გავიდა 5340. გამოცდაზე გასული მასწავლებლებიდან სტატუსი აიმაღლა და გახდა უფროსი – 1123 მასწავლებელი, საიდანაც 1079-ს სტატუსი სექტემბრის ბოლოს მიენიჭა, 44 მასწავლებელს კი ოქტომბრის დასაწყისში. გამოცდაზე გასულებიდან 2 886-მა მასწავლებელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა მასწავლებელმა. საგნის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 264 პედაგოგს; უნარების კომპეტენციის დადასტურებისთვის კი, გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 156 პედაგოგს.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები