ბოლნისის სავიზიტო ბარათის, მინერალური წყლების ტერიტორია შესაძლოა როგორც ვიზუალურად,ისე ფუნქციურად სულ სხვა იერ-სახით ამოქმედდეს, თუმცა მანამდე არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, პროგრამა ,,ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრა, რომელიც მინერალური წყლების, ე.წ მჟავე წყლების ტერიტორიაზე გაიმართა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეების ჩართულობით მოხდა ტერიტორიაზე არსებული პრობლემების გამოვლენა და იდეების პრეზენტაცია თუ რა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ფუნქციები შეიძლება შეემატოს ამ ადგილს და როგორ ესახებათ ადგილობრივებს აღნიშნული ლოკაცია.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი აღნიშნავს, ზუსტად გაიგეს ის მესიჯები,რაც მოსახლეობისგან მოდიოდა და კონცეფციის შემუშავბისა და პროექტის შედგენის დროს აუცილებლად გაითვალისწინებენ. აღნიშნულ ჯგუფს ანალოგიური შეხვედრა კინოთეატრ ბოლნისის შესახებ 19 აგვისტოსაც ექნება, სადაც თითოეული ბოლნისელის ჩართულობა მნიშვნელოვანია.