საგრანტო კონკურსში, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების მხარდაჭერას, ერთმანეთთან კავშირების გაძლიერებას და საზოგადოებაში მათი ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად, ორგანიზაცია ,,ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა“ დამფუძნებელი კარინა ბეჟანიშვილი ჩაერთო, მან ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან პროექტში მონაწილე თანამოაზრეები შემოიკრიბა და მათთან ერთად თემზე მორგებული იდეა დაამუშავა, რომელსაც საგრანტო კონკურსზე წარადგენს.
პროექტში „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი განსხვავებული პროფესიის მქონე 30 ქალიდან შერჩეული იქნა სამ-სამი.
პროექტი 5 ეტაპისგან შედგება და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს, მონაწილეებმა უკვე გაიარეს უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგები და სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორია.
დაგეგმილია ლიდერ ქალთა ფორუმი, რომლის მიზანია ყველა მონაწილის შეკრება და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის შეჯამება. ასევე მონაწილეები წარმოადგენენ საპროექტო იდეების პრეზენტაციას.
შემდგომ ეტაპზე, კი 10 მონაწილე სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში, ბერლინში, სადაც საშუალება ექნებათ გაეცნონ მეწარმე ქალების გამოცდილებას.
ბოლო ეტაპია მინი საგრანტო პროექტების განხორციელება. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება ეფექტური ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციას ადგილობრივი თემის გაძლიერების, მხარდაჭერის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით. კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ გრანტი, რომლის საშუალებითაც განახორციელებენ საპროექტო იდეებს. გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ პროექტები 4 თვის განმავლობაში განახორციელონ.
„ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“ განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის (DEP) მიერ ხორციელდება, გერმანელ პარტნიორ ორგანიზაცია „რონეს ფონდთან“ თანამშრომლობით, და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.