პროექტი ,,ბოლნისის თეატრი სკოლებისთვის’’ წარმატებით შედგა

0
103

ბოლნისის კუტურის სახლში, სამაგიდო თოჯინური სპექტაკლის „საქართველოს“ სერიული ჩვენებები, პროექტის „ბოლნისის თეატრი ბავშვებისთვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებისთვის 8-17 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.  ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრისა და ბოლნისის სახალხო თეატრის ერთობლივი ჩართულობით დადგმული სპექტაკლი „საქართველო“, რამდენიმე თვის წინ პრემიერით წარსდგა ბოლნისელი მაყურებლის წინაშე.

პროქტის „ბოლნისის თეატრი ბავშვებისათვის“ განხორციელების იდეა ჯერ კიდევ სპექტაკლის პრემიერაზე გაჩნდა, ვინაიდან სპექტაკლი პატრიოტულ მოტივებზეა და ამასთანავე არა მარტო მოზარდ მაყურებელზე გათვლილი, ის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და  შემეცნებითი ხასიათისაა.  სკოლებთან თანამშრომლობით ყველა ბავშვამდე მივა, რაც დროთა განმავლობაში ბავშვისა და თეატრის დამეგობრებას შეუწყობს ხელს.

საგანმანათლებლო, შემეცნებითი სპექტაკლის „საქართველოს“ სერიული ჩვენებების ინიციატივა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შემუშავდა, რომელიც ითვალისწინებს, ბოლნისის თეატრში მსგავსი პროექტების განხორციელებას და პროცესში, კვარტალში ერთხელ, სკოლების ჩართულობას. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი  იმაზე მეტმა მაყურებელმა  იხილა და გაიაზრა, ვიდრე დაანონსებული იყო.  სრული ანშლაგი, უწყვეტი ტაში და ზღვა ემოცია, ასეთი იყო პროექტის მიმდინარეობა კულტურის სახლის სცენაზე.

წინა სტატიაევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში მუხის მარადმწვანე ნერგები დაირგო
შემდეგი სტატიამიმდინარე წელს ქალაქ ბოლნისს 1300 ნერგი შეემატა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ