ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

პროექტი ,,ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა 2023’’ დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, მიმდინარე პროექტი, ,,ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა 2023’’ დასრულდა, რომელიც ევროპის საბჭოს ქვემო ქართლის რეგიონის თანასწორობის ელჩების,  ირინა მიქავასა და გიორგი აბულაძის ინიციატივის ფარგლებში, ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭოს და, იოანე ბოლნელის სახელობის სამოქალაქო განათლების კლუბის  „ცვლილებების პიკის’’ ერთობლივი  თანამშრომლობით განხორციელდა.

თანასწორობის ელჩები, ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და პანკისში შეირჩნენ, ახალგაზრდები ცდილობენ აქტიური წვლილი შეიტანონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში. პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ქვემო-ქართლის რეგიონის თანასწორობის ელჩმა გიორგი აბულაძემ, ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია: ,,ადამიანის უფლებები, დისკრომინაცია და თანასწორობის ” შესახებ.

სახალხო დამცველის ქვემო-ქართლის რეგიონალურმა  წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს

საქართველოში დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახში ძალადობის პრობლემატიკაზე.

მოეწყო  ,,კარლ პოპერის ფორმატის ღირებულებითი დებატები”,

გამარჯვებული  გუნდები, ევროპის საბჭოს მიერ,    განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.

თანასწორობის ელჩების ინიციატივა პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფინანსდება.

 

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები