ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
spot_img

პროექტის ფარგლებში დაბა კაზრეთში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

დაბა კაზრეთში ბოლნისის ახალგაზრდული სახლის პროექტის, „ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ისაუბრეს მიმდინარე პროექტზე, გენდერულ თანასწორობასა და სტერეოტიპებზე. აქტივობა ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული.   აღნიშნულ თემებზე  სასაუბროდ პროექტის ხელმძღვანელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მოიწვიეს. პროექტი „ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის“ ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანიც, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების ცნობიერების ამაღლება ფემინისტურ საკითხებში, ინტერკულტურული დიალოგის მხარდაჭერა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილებების ხელშეწყობაა. პროექტი, რომელიც ოთხ თვიანია, სხვადასხვა შეხვედრებს და აქტივობებს მოიცავს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები