ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“  შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა დამსწრე საზოგადოებისთვის, მემორანდუმის ფარგლებში, შესრულებული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გააკეთა და აღნიშნული პროექტით გამოცხადებული მცირე და საშუალო ბიზნესის საგრანტო კონკურსი-პრეზენტაცია გამართა. კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მხარდაჭერილი იქნება მინიმუმ 20 ბიზნესსაქმიანობა.

პროექტი, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა,  ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ქვემო ქარლისა და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საგრანტო კონკურსით ბოლნისიდან ორმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER GEORGIA“, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში კვლავ აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

დეტალური აღწერა და ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმა: იხილეტ ბმულზე

https://docs.google.com/document/d/1BJopvBWTUf04iLW6YUXKlxtsC0kDUU6U/edit?fbclid=IwAR0kYNE5_XGsLO-wa4PgtY2VoEgGLUTAUd7uEh5mCbdjC9V7CDKsklua9w8

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები