ბოლნისის მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო დღის ცენტრ ,,განთიადში“, პროექტის ,,საერთო ხელებით“ დასკვნითი ნაწილი გაიმართა. ერთთვიან შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ხელნაკეთი საახალწლო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა- გაყიდვა მოეწყო, რომელიც აღნიშნული ცენტრის ბენეფიციარებმა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეასრულეს.
პროექტი ,,საერთო ხელებით“ ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებითა და iris ჯგუფის ,,მრავალფეროვნების სკოლა 2023“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანსაც საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრირება წარმოადგენდა.