კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

11 აპრილს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის“ (RDYE) პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი ირმა ზურაბიშვილი და პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების შესახებ. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და გაიგონ მეტი პროექტის ბენეფიტებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

ღონისძიების ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან, რომელიც ბოლნისში განახორციელებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამეწარმეო ტრენინგებს.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

RDYE როექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე)  სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.საინფორმაციო შეხვედრაზე გაჟღერდება ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების შესახებ. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და გაიგონ მეტი პროექტის ბენეფიტებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

RDYE პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან:

ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო ტრენინგები დაიწყება 2022 წლის მაისში. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: .

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები