დამწყები ფერმერი სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი ტექნოლოგიით ,,ჩინური სათბურის“ მოწყობით ჩაერთო და ბებია ბაბუის კუთვნილ 500 კვ.მეტრ ფართობზე სათბურის მშენებლობა დაიწყო. მსოფლიო პანდემიის გამო შეცვლილი საქმიანობა მიხეილ რეხვიაშვილისათვის ახალ გამოწვევად იქცა. სოფელ რაჭისუბანში მდებარე სასათბურე მეურნეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა და ახალგაზრდა ფერმერს მხარდაჭერა აღუთქვა.
პროფესიით გეოლოგისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობა მარტივი არ ყოფილა. პირველად ამ ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია ტელეეთერში გასული სიუჟეტიდან გაიგო. დაინტერესდა და დაიწყო ინფორმაციების მოძიება, ადგილზე ნახა როგორ კეთდება ფერმა, გაიცნო ადამიანები, ვისაც ჰქონდა გამოცდილება და დაიწყო მშენებლობა, მან პირველი მოსავალი პამიდვრის უკვე გამოსცადა, ხოლო კარტოფილის მოსავალს, აღდგომის დღესასწაულისთვის ელოდება. როგორც თავად აცხადებს, სათბურის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მთავარი საქმე გაკეთებულია
აღნიშნული ტექნოლოგიით გამზადებული სათბური ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთადერთია, ჩინური ტექნოლოგია სათბურის მიწის ქვეშ გაკეთებას და მზის ენერგიაზე გათბობას გულისხმობს. მეპატრონე მომავლისთვის გეგმავს საქმიანობის გაფართოებას და კერძო სექტორში ადამიანების დასაქმებას.