პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქ ვარშავაში მიემგზავრებიან

საერთაშორისო სამეცნიერო პიკნკზე, რომელიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაიმართება, საქართველოს,  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის №1 საჯარო სკოლის „ნორჩ ნატურალისტთა კლუბი“ წარადგენს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთო, გაიმარჯვა და 26-28 მაისს ქ.ვარშავაში გამართულ პიკნიკზეც მიიღებს მონაწილეობას.

„ნორჩ ნატურალისტთა“ კლუბი ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის, თინათინ ფრუიძის ხელმძღვანელობით, 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ის არაერთ კონფერენციასა და აქტივობაშია ჩართული. კონკურსზე კლუბის მონაწილეებმა წარადგინეს პროექტი „ნაცარტუტა“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებას წარმოადგენს. ქ.ვარშავის საერთაშორისო სამეცნიერო პიკნიკზე „ნორჩი ნატურალისტები“  8 ექსპერიმენტით წარსდგებიან. ამათგან რამდენიმე, კლუბის წევრებმა ჩვენთვისაც ჩაატარეს.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრები პედაგოგთან  ერთად 26 მაისს ვარშავაში გაემგზავრებიან, სადაც 3 დღეს დაჰყოფენ. თითოეული დღე დატვირთულია სამეცნიერო და კულტურული აქტივობებით. კლუბის წევრები რამდენიმე ქვეყნის წინაშე არა მხოლოდ სამეცნიერო კუთხით წარსდგებიან, არამედ საქართველოს კულტურასაც  წარმოაჩენენ, სხვა დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად დააგემოვნებინებენ ქართულ ტკბილეულს და წარსდგებიან ქართული ნაციონალური ცეკვით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები