ბოლნისის მე-5-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგს მზია გაფრინდაშვილს ქართული პედაგოგიური ელიტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მზია გაფრინდაშვილი 1987 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და ამ ხნის მანძილზე, არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა. იგი დღემდე ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. მზია გაფრინდაშვილი, ფორმალურ განათლებასთან ერთად, მოსწავლებს არაფორმალურ განათლებასაც აზიარებს. მისი ინიციატივით, დაჯილდოების დღეს, მოსწავლეებმა საჩვენებელი მათემატიკური კომპოზიცია მხატვრულად წარმოადგინეს, რომელსაც დიდი მოწონება მოჰყვა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ჯილდო, მე-5-ე საჯარო სკოლისთვის რიგით მეორეა, თავდაპირველად ის პედაგოგ ნინო გოგოლაძეს გადაეცა.