პატრიარქის საახალწლო მილოცვა – 2022 წელი

0
181

ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებოს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინაღდეგობები, არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს.

სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც.

 განსაკუთრებით ვლოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოში, ციხეებში, გაჭირვებაში.

 ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ. დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვებიი ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემ ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით, მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას“.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, 2022 წელი.

წინა სტატიაგოგი მეშველიანმა ბოლნისში კოვიდ ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
შემდეგი სტატიაჩემო საყვარელო ბოლნისელებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ 2022 წელს! – პეტრე დანელია