ბავშვთა და მოზარდთა თეატრმა „საზღაპრეთი-2“-მა მაყურებელი კიდევ ერთხელ ამოგზაურა ჯადოსნურ სამყაროში. თამაზ ჭილაძის „თავფარავნელის ბალადას“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი, „ოცნება და სინამდვილე“ დებიუტანტმა და მოქმედმა პატარა მსახიობებმა, დიდი ოსტატობით წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებაც ოცნებებში აიყოლიეს. რეჟისორმა იზო ნიავაძემ, ამჯერად სპექტაკლში მხოლოდ გოგონები აათამაშა, ქორეოგრაფიითა და მხატვრული სრულყოფილი თხრობით მოჰყვა „ოცნება და სინამდვილის“ ამბავს და მაყურებლამდე გაუშვეს ისეთი მესიჯები, როგორიცაა: „არასოდეს გაჩერდე მდორედ“, „იყავი მუდამ ახლის ძიებაში“, ისინი ერთმანეთს ტექსტებით ესაუბრებოდნენ, „თუ იბრძოლებ ყველაფერს მიაღწევ, ახალგაზრდა მუდამ მზად უნდა იყოს ბრძოლისთვის“.
პოპულარული სიახლეები
ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პირველ დეკემბერს, USAID-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანია,...