ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

,,ოლიმპიური ოჯახის“ წევრების საჩვენებელი ვარჯიში ბოლნისში

“შემომიერთდით და ერთად გავაკეთოთ ბევრი მაგარი საქმე”-ეს დევიზი მსოფლიო ჩემპიონს და ოლიმპიური თამაშების პრიზიორს გენო პეტრიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც საქველმოქმედო ფონდი ,,ოლიმპიური ოჯახი“ დააარსა, და წევრებმა მიზნად დაისახეს რეგიონებში ჩასვლა და სპორტსმენებისთვის  საჩვენებელი ვარჯიშების ადგილზე  ჩატარება, ,,ოლიმპიური ოჯახის“ ძირითადი მოტივია გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს, რათა გამოავლინონ მათი ნიჭი და შესაძლებლობები.რეგიონული ტურნეს ფარგლებში გენო პეტრიაშვილმა, ნაკრების წევრებთან: სანდრო მარგიშვილთან, გიორგი ღონიაშვილთან და მერაბ სულეიმანიშვილთან ერთად პირველი მასტერკლასი ბოლნისში ჩაატარა. რამდენიმე საათის განმავლობაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნაკრებ გუნდებს საშუალება ჰქონდათ ჩემპიონებთან ერთად ევარჯიშათ და მათი მაგალითის საფუძველზე შეესწავლათ სხვადასხვა ილეთი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები