კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

„ნორჩ ნატურალისტთა კლუბს“  კონკურსში გამარჯვება  მუნიციპალიტეტის  მერმა  დავით შერაზადიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა მიულოცეს

ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის 1 საჯარო სკოლაში დღეს ერთგვარი ზეიმი მოეწყო. სკოლის ფოიეში სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდი ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, სიმღერით მიეგება სტუმრებს: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრს გოგი მეშველიანს და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს იამზე სვანიძეს, რის შემდეგაც, მოსულმა სტუმრებმა ქიმიის ოთახში გადაინაცვლეს, სადაც იმ ქიმიური ცდების პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც მოსწავლეებმა პოლონეთში საერთაშორისო სამეცნიერო პიკნიკზე, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში წარადგინეს. შემეცნებით-კულტურული და უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე 3 დღე, ნორჩ ნატურალისტთა კლუბის წევრებს, პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო ცდების გარდა, უდიდესი მისია ეკისრათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე საათში საკუთარი სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი კუთხით უნდა წარმოეჩინათ

ქ. ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის ,,ნორჩ ნატურალისტთა“ კლუბის წევრები, პედაგოგთან და სკოლის დირექტორთან ერთად 3 დღე პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით იმყოფებოდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები