ორშაბათი, აპრილი 15, 2024
spot_img

ნონა პაპაშვილის წარმატების გზა

ნონა პაპაშვილი, ეს სახელი და გვარი უკვე კარგად ნაცნობია სახელოვნებო სფეროში. მისი რამდენიმე ტექნიკით შესრულებული ნახატები მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და მონაწილეობას იღებს გამოფენებში. ლამაზად მოყოლილი ამბავი მოკლედ ასეა, თუმცა მანამდე იყო დიდი გამოწვევები და ბევრი უძილო ღამე, რადგან ჩვენი გმირი ასევე არის საკმაოდ წარმატებული სტატუსიანი წამყვანი პედაგოგი.

სულ პატარა იყო ნემსთან რომ დამეგობრდა და ყველაფერი იქიდან დაიწყო. პირველი მცდელობაც კარგად ახსოვს და იმ დღიდან მოყოლებული არ შეჩერებულა. რამდენიმე ტექნიკით მუშაობს, რომლის დროსაც საკუთარ თავში არაერთი უნარი აღმოაჩინა.

კოლექციაში აქვს ნამუშევრები, რომლის შექმნასაც წლები დასჭირდა, თუმცა, რომ მოინდომა, ერთ ღამეშიც დაასრულა და ის იაპონიის ელჩის კერძო კოლექციას შეემატა.

ნამუშევრებმა, რომელიც უკვე ათეულებს გასცდა, ნონას დიდი წარმატება, აღიარება, უამრავი მადლობის სიგელი, გრამ-პრი და პირველი ადგილი მოუტანა.

აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ასოციაციასა თუ გალერეასთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გარდა იმისა, რომ ღონისძიებებში ერთვება საქართველოს სახელით, სხვადასხვა აქტივობით ჩვენი ქვეყნის ერთგვარ პოპულარიზაციას ეწევა.

ნონას თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც დიდ შრომას,  ძალისხმევას მოითხოვს და თითოეული მათგანი ძალიან უყვარს.

ბევრს საუბრობს, თვალები უბრწყინავს და ღიმილით გვიყვება საკუთარ მოსწავლეებზე, რომლებისგანაც დიდ სიყვარულს გრძნობს. როგორც თავად ამბობს „ბავშვების ასეთი სიყვარული ყველაზე დიდი აღიარებაა და ჩრდილავს ყველა სახის წარმატებას“.

მისი ნამუშევრების ფოტო საერთაშორისო კატალოგებში დაიბეჭდა. ასევე გამოუშვა პერსონალური კატალოგი, სადაც სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული 80 ნამუშევარია შეტანილი.

ხელოვანი და პედაგოგი ნონა პაპაშვილი საკუთარი წარმატების ფორმულას გვიმხელს და სხვებსაც ურჩევს, რომ არასოდეს დანებდნენ, არ შეჩერდნენ და დასახული მიზნები ბოლომდე მიიყვანონ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები