გაზაფხულის დადგომას საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად ხვდებიან. 21 მარტს, ისინი ნოვრუზ ბაირამს, ახალი წლისა და იმედების გაჩენის დღესასწაულს ზეიმობენ. სოფელ ცურტავის მოსახლეობამ, სკოლის ეზოში, ნოვრუზ ბაირამი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღნიშნა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრების მიზნით, მოეწყო ტურნირი მინი ფეხბურთში, ერთკვირიან შეჯიბრში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი, 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ნოვრუზ ბაირამის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მხარდაჭერით ჩატარდა.
პოპულარული სიახლეები
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა და დღეს, მერიის წინ, მცირე პერფორმანსი გამართა.ნარინჯისფერი ბუშტებით, გულსაბნევებით,ბოლით, და ფლაერების დარიგებით, ...