ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაციამ აქტიური მუშაობა დაიწყო, პირველ ეტაპზე, მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით ,,ნეკერის“ წევრებმა საინფორმაციო კამპანია გამართეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის თქმით, შეხვედრების მიზანია ხმა მიაწვდინონ პოტენციურ მხარდამჭერებს.
,, კამპანიის ფარგლებში გვსურს ხმა მივაწვდინოთ „ნეკერის” პოტენციურ მხარდამჭერებს. იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ვცდილობთ, ვინც ჩვენს ორგანიზაციულ ხედვას და ღირებულებებს იზიარებენ, ამავე დროს მზად არიან „ნეკერთან“ ურთიერთობისთვის – ეს იქნება ორგანიზაციის საქმიანობისთვის თვალყურის დევნება, გულშემატკივრობა, თუ მის საქმიანობებში მოხალისეობრივად ჩართვა“-აღნიშნა აღნიშნა ,,ნეკერის“ თანადამფუძნებელმა როზი დევნოზაშვილმა.
პირველ ეტაპზე საინფორმაციო სახის შეხვერდები შედგა გადაწყვეტილების მიმღებ პირებებთან: – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, სკოლანდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებთან და მედიის წარმომადგენლებთან.
შემდეგი აქტივობა იყო საბავშვო ბაღების მენეჯერებთან საერთო შეხვედრა, სადაც მოხდა ,,ნეკერის“ გაცნობა, იმსჯელეს მშობელთა ჩართულობის თვალსაზრისით ბაღებში არსებულ გამოწვევებზე.
ნოემბრის დასაწყისში მსგავსი ფორმატის და შინაარსის შეხვედრა გაიმართება სკოლების დირექტორებთან. პარალელურად დაიწყება პირისპირ შეხვედრები უშუალოდ მშობლებთან და მასწავლებლებთან/აღმზრდელებთან.
ამავე კამპანიის ნაწილია კვლევის კომპონენტიც, რომლის ფარგლებშიც მოხდება ელექტრონული კითხვარის საშუალებით მიზნობრივი აუდიტორიის გაცნობა , ბაღებსა და სკოლებში მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებით არსებული ბარიერების შესწავლა.
,, ვართ ერთად ბავშვების მხარეს“ -კამპანია გაგრძელდება 2022 წლის ბოლომდე“.
ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია ,,ნეკერი“-ს მისიაა ქვემო ქართლის საბავშვო ბაღების/სკოლების მშობლებთან დაახლოება, მათი თანამშრომლობის წახალისება. ორმხრივი კომუნიკაციის ჩამოყალიბება ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენას შეუწყობს ხელს, რაც აღსაზრდელთა/მოსწავლეთა ჯანსაღი განვითარებისთვის ეფექტური საქმიანობის განსაზღვრის და განხორციელების წინაპირობა იქნება.