36 წლის მარი მჭედლიძე ბოლნისში პირველი ქალი მძღოლია, რომელიც დილის 8 საათიდან მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნავს. საჭის დიდმა სიყვარულმა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მისცა, ახალი გამოწვევებით, ჟინით და შემართებით ოცნება რეალობად ექცია და მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი გამხდარიყო.
3 შვილის დედა, სამუშაო დღეს დილის 6 საათიდან, ხალისით და პროფესიის დიდი სიყვარულით იწყებს. გზას, რომელსაც ყოველდღიურად რატევანიდან რაჭისუბანის მიმართულებით გადის, კოლეგების გვერდში დგომა და მგზავრთა დამოკიდებულება უმარტივებს.
დამღლელი და საპასუხისმგებლო სამუშაო დღის ბოლოს, კმაყოფილია იმ საქმით, რასაც აკეთებს, თვლის, რომ პროფესიას, რომელიც უპირობოდ აირჩია, არაფერზე და არაფრის ფასად გაცვლის.