,,გოგი იქნება ბოლნისის და არა მარტო ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“.
,,ის არის ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი, უპატიოსნესი ადამიანი, პროფესიონალი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თითოეული პრობლემა, რაც აწუხებს საზოგადოებას ამ რეგიონში,“ მართველი გუნდის ლიდერებმა, ამ სიტყვებით წარადგინეს საზოგადოების წინაშე გოგი მეშველიანის კანდიდატურა, მას შემდეგ იყო საკმაოდ რთული კონკურენტუნარიანი წინა საარჩევნო გარემო გაერთიანებულ ოლქში. ამ ხნის განმავლობაში გოგი მეშველიანმა მოახერხა თითოეული ქალაქის, სოფლისა და დაბის მოსახლეობამდე მისვლა, როგორც თავად ამბობს მათ წინაშე წარსდგა გულწრფელი, რეალური დაპირებებით და შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა.
,,მუდამ იქ ვარ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო საზოგადოებამ გადაწყვეტილება, მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი ნდობა გავამართლო,“ამბობს გოგი მეშველიანი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, #14 მაჟორიტარულ ოლქში, ხმათა უმრავლესობა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გოგი მეშველიანმა მიიღო და პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მოგესალმებით და გაზეთის სახელით გილოცავთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ბატონო გოგი, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში?
-მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბოლნისელებს, დმანისელებს, თეთრწყაროელებს და წალკელებს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მაღალი აქტიურობისა და ჩვენთვის გამოცხადებული ნდობისთვის.
ოყო ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პირველ რიგში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს ნიშნავს იყო ამ ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში, ძლიერი ლობისტი, რათა შეძლო და ყველას გააცნო ბოლნისელების, დმანისელების, თეთრწყაროელების და წალკელების ინიციატივები, თუ საჭიროებები, დაიცვა მათი კანონიერი ინტეტრესები. ეს არის ყოველდღიური შრომა მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
მოკლედ, რომ ვთქვათ საქართველოს პარლამენტში იყო გაფართოებული ოლქის მაჟორიტარი ნიშნავს, მოსახლეობის პულსსზე მუდმივად გეჭიროს ხელი, რათა სათანადოდ შეძლო მათი ინტერესების დაცვა.
მმართველმა გუნდმა გამოგიცხადათ ნდობა და დაგასახელათ გაერთიანებული ოლქის კანდიდატად. ამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, თქვენ ძალიან მცირე დროში,მეზობელ მუნიციპალიტეტებში, უნდა მოგეპოვებინათ თქვენთვის უცნობი ამომეჩევლის ნდობა, გარდა ამისა იყო სხვა ფაქტორიც – თქვენი ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც ახლა უკვე წარმოდგენილი იყო ოპონენტის პოზიციით, რამდენად რთულ გარემოში მოგიწიათ საარჩევნო კამპანიის განხორციელება?
-ჩვენი ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, წინასაარჩევნო პროცესი წარიმართა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. დესტრუქციული ძალების პროვოკაციებმა, ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები უფრო გაგვაძლიერა და მეტი შემართება მოგვცა. ძალიან საინტერესო და პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვქონდა. მაჟორიტარულ ოლქში შევხვდით ყველა სოფლის, დაბისა და ქალაქის მოსახლეობას, ვესაუბრეთ უამრავ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით. რაც შეეხება, როგორც თქვენ ამბობთ, უცნობი ამომრჩვლის ნდობის მოპოვებას – მე მათ წინაშე წარვსდეგი გულწრფელობით , ჩემს მიერ განხორციელებული საქმეებით და მხოლოდ რეალური დაპირებებით. განვლილი ოთხი წლის მანძილზე პარლამენტშიც აქტიურად ვმუშაობდი და ვიცავდი ამომრჩევლის ინტერესებს, ასევე მოქალაქეებთანაც გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია. შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, რეაგირების გარეშე არ დაგვრჩენია არცერთი შემოსული განცხადება თუ შეტყობინება. ყოველთვის ვიყავი ღია ყველა ადამიანს ჰქონდა და აქვს საშუალება თვალი ადევნოს ჩემს საქმიანობას. მუდამ იქ ვარ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო საზოგადოებამ გადაწყვეტილება, მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი ნდობა გავამართლო.
მოგეხსენებათ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენი ოპონენტების მხრიდან მატულობდა დესტრუქციული ქმედებები, ამ ადამიანებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ , ცდილობდნენ წინასწარ დადგმული პროვოკაციებით ყურადღება მიექციათ და არჩევნებისთვის ჩრდილი მიეყენებიათ, თუმცა ჩვენი საზოგადოება ადეკვატურად აფასებდა მოვლენებს, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კარგად გვიცნობს და მათი ჩვენდამი დამოკიდებულება 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან დააფიქსირეს და პირველივე ტურში გავიმარჯვეთ.
გაერთიანებულ ოლქში ამომრჩევლის 55,44%-მა დაგიჭირათ მხარი, არა მარტო ბოლნისში, არამედ თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებიც მოგებული გაქვთ ხმათა უმრავლესობით. ელოდით ამ შედეგს? და რას ეტყოდით ამომრჩეველს, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?
– ჩემთვის, როგორც ყოველთვის ახლაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩემი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერა იქნება. მთელი ჩემი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი მიმართული იქნება ამომრჩეველთან მუშაობაზე და მათი ინტერესების ლობირებაზე საქართველოს პარლამენტში. ვაპირებ ისევ პატიოსნად ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, ვუსმენთ ხალხის ხმას და ვცდილობთ ყოველთვის გავითვალისწინოთ მოსახლეობის აზრი. ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობაა და მათ უნდა ჰქონდეთ ადგილზე განვითარების საშუალება, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის, დასაქმების, კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
მეტი რესურსი უნდა გამოვყოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მივცეთ ბიზნეს აქტივობებში ჩართვის საშუალება. ასევე უნდა შევქმნათ სხვადასხვა სახის სივრცეები, მათ შორის სპორტული და ინტელექტუალური დასვენებისთვის.
განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კეთილმოეწყობა ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა. გავზრდით მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების ხარიხს, იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება. გაგრძელდება სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულებში ავაშენებთ ახალ საბავშვო ბაღს,ასევე გაგრძელდება არსებულის რეაბილიტაცია. დაწყებულია და ბოლომდე მივიყვანთ სოფლების გაზიფიცირების პროექტს .
მაქსიმალურად გამოვიყენებთ რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალს და განვავითარებთ სხვადასხვა მიმართულების ტურიზმს (ეკო ტურიზმს, სათავგადასავლო, კულტურულ, პილიგრიმულ და აგრო ტურიზმს). შევქმნით თანაბარ შესაძლებლობებს და ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოს, სადაც ყველას ექნება საკუთარი თავის რეალიზების საშუალება .
ვიმუშავებთ რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე. ახალგაზრდების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით განვახორციელებთ პროგრამებს, რაც მისცემს მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ ერთეულებში შევქმნით ახალგაზრდულ ცენტრებს, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან სხვადასხვა უნარებს , მიიღებენ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას.
ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, გავაგრძელებთ საირიგაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაციას.
ჩვენი კონსტიტუციის თანახმად – ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი . ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა კიდევ უფრო დავიცვათ გარემო და უზრნველვყოთ მდგრადი ეკოლოგიური განვითარება.
რაც შეეხება პირველივე ტურში, დამაჯერებლად გამარჯვების მოლოდინებს – სიმართლე გითხრათ, ასეთი მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, ჩვენმა გუნდმა ძალიან აქტიურად, თავდაუზოგავად და პატიოსნად იმუშავა და აქ, არ ვგულისხმობ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს. კარგად დაგეგმილ, მიზანმიმართულ შრომას კი ყოველთვის მოაქვს შესაბამისი შედეგი…
მადლობა ბატონო გოგი, გისურვებთ წარმატებებს!
ნ.კარგარეთელი
ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ ,,ბოლნისის” ბეჭდური ვერიის ნოემბრის ნომერში.