მიმდინარე წელს ქალაქ ბოლნისს 1300 ნერგი შეემატა

0
97

დღეს ქალაქ ბოლნისში, ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის შემოსასვლელიდან გარკვეულ მონაკვეთამდე, გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან პაპუნა მუშკუდიანთან ერთად ჩაერთო.

საშემოდგომო დარგვის პროცესი 2 დღე გაგრძელდება და სულ 300, 8 სხვადასხვა ჯიშის ნერგი ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გადანაწილდება, დარგვის პროცესი პირველ დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე განხორციელდება, შემდეგ კი იმ 6 ქუჩაზე, სადაც დასრულდა ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბოლნისში  მასშტაბური გამწვანების 2 აქცია განხორციელდა, აქედან პირველ ეტაპზე 1000 ნერგი დაირგო, ხოლო მეორე ეტაპზე დაირგვება 300. ამით მიმდინარე წელს ქალაქის გამწვანების აქცია სრულდება, რომელიც მომავალ წელს გაზაფხულიდან განახლდება.

წინა სტატიაპროექტი ,,ბოლნისის თეატრი სკოლებისთვის’’ წარმატებით შედგა
შემდეგი სტატიადავით შერაზადიშვილი „ფონდი მონაგარის“ წარმომადგენლებს შეხვდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ