[:en]მედიკოსები რომლებსაც პაატა იმნაძემ საჯაროდ გადაუხადა მადლობა[:]

0
129
[:en]

კარანტინის ზონაში   ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ  დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს. ეხმარება და ზრუნავს მათზე – ეს ოჯახის ექიმი ია გოგიძეა, რომელიც  ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუშაობს. კარანტინის გამოცხადებიდან კი რუსთაველ ექიმს, ცხოვრება ბოლნისში, ოჯახიდან მოშორებით  უწევს. სწორედ  ამ ქალბატონს გადაუხადა მადლობა ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ქვემო ბოლნისში დაინფიცირებულის აღმოჩენისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირების დროული დადგენისთვის.

ყოველდღიურად  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აქტიურად  მუშაობს ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ია გოგიძესთან ერთად  ოცამდე საექიმო ჯგუფი აქტიურად აწარმოებს მუნიციპალიტეტში თერმო სკრინინგს, სწორედ ამ რგოლს ევალება ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ინფიცირების კონტაქტების გამოვლენა, 31 მარტს პაატა იმნაძემ, გაწეული მუშაობისთვის,  ოჯახის ექიმთან ერთად, მადლობა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მაკა მამარდაშვილს გადაუხადა. 

 ყოველ  საღამოს,  ჩვეული რეჟიმით,   ჯანდაცვის ცენტრში იკრიბებიან და დღის მონაცემებს ერთად  აჯამებენ, ექიმები, რომლებიც ამ ომში წინა ხაზზე, თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

[:]
წინა სტატია[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება[:]
შემდეგი სტატია[:en]საკარანტინო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა 24-საათიანი უფასო ცხელი ხაზი[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ