პარასკევი, თებერვალი 14, 2025
spot_img
Homeსოფლის მეურნეობამედიატური მარნეულის მუნიციპალიტეტში

მედიატური მარნეულის მუნიციპალიტეტში

6 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მედიატურის ფარგლებში ქვემო ქართლის სხვადასხვა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა სოფლებში: დიოკნისეში, წერეთელში, მარადისში, წოთელსოფელსა და ახლოლალოში სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიები დაათვალიერეს და ადგილობრივი ფერმერების პრაქტიკას ადგილზე გაეცნენ, რომელიც შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE Marneul“-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

გოჩა პაქსაძე სოფელ მარადისიდან ერთ-ერთია, რომელიც საგრანტო პროექტში საინიციატივო ჯგუფით ჩაერთო და თანადაფინანსებით ის მრავალწლიანი პრობლემა მოაგვარა, რომელიც აქამდე აწუხებდა. როგორც თავად ამბობს „წყლის გარეშე მთელი წლის ნაშრომ-ნალოლიავები უხმებოდა და ეს მისი ოჯახის კეთილდღეობაზეც აისახებოდა“.

 გოჩა პაქსაძე:  გავიგე პროექტის შესახებ,  5 კომლისგან შევქმენი საინიციატივო ჯგუფი, გავეცანით ყველა დეტალს და მივიღეთ მონაწილეობა. სწორედ მათი მხარდაჭერით, თანაგადახდით – 80-20%, მოვაწყვეთ ჭა, სარწყავი წყლით. წელს უხვ მოსავალს ველოდებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს და შვეიცარულ ორგანიზაცია HEKS/EPER-ს.

 სოფელ დიოკნისში მცხოვრები თენგიზ შაინიძისთვის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი და დროული აღმოჩნდა, მას წლების მანძილზე ჰექტრობით მიწის დამუშავება და მოსავლის აღება ხელით უწევდა. როდესაც გაიგო საგრანტო პროექტის შესახებ, გაითვალისწინა ყველა მოცემული პირობა და თანადაფინანსებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-ტრაქტორი შეიძინა,  როგორც თავად აღნიშნავს „შეუმსუბუქდა ფიზიკური დატვირთვა და დამატებითი შემოსავლის წყაროც გაუჩნდათ ოჯახში“.

 მახირ მამედოვმა შესანახი- სამაცივრე მეურნეობისთვის, მზის პანელების დამონტაჟებაზე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ელექტროენერგიის დაზოგვამ, ბენეფიციარს მისცა საშუალება, დანაზოგი თანხით ისევ ბიზნესი განავითაროს და გააფართოოს, რაც მისი ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება. მახირ მამედოვი: „2017 წლიდან მაქვს შესანახი მაცივრები და საჩირე. საგრანტო პროექტში გავიმარჯვე და დამიფინანსდა. ეს პანელები მიზოგავს ელექტროენერგიის მოხმარებას. აქამდე გაცილებით ძვირი მიჯდებოდა ბიზნესის წარმოება. მადლობა CENN-ს და შვეიცარულ ორგანიზაცია HEKS/EPER-ს.“

სანდრო გუჯაბიძე, სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერი:

-კლიმატური ცვლილებების პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ფერმერებმა შეძლონ სოფლის მეურნეობის ისე მოწყობა, რომ გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც  იწვევს კლიმატის ცვლილებებს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ვატარებთ სხვადასხვა ტრენინგებს ცნობიერების ასამაღლებლად და სოფელ მარადისში მოვაწყეთ კლიმატგონივრული ტექნოლოგიების სადემონსტრაციო ნაკვეთი.   

 მედიატური მარნეულის მუნიციპალიტეტში „კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში CENN-ის მიერ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანია მოხდეს ცნობიერების გაზრდა სოფლის მეურნეობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის აუცილებლობის შესახებ.

მასალა მოამზადა ჟურნალისტმა მარინა გავაშელმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI” ფარგლებში

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები