სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა, მოეწყო საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ, წარმოდგენილი იქნა: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა და პერფორმანსები, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, ტკბილეული და ჩაი.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლურად კოცონიც აანთეს.




