ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
HomeTV„მაკ ჯორჯიამ“  საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისშიც გამართა

„მაკ ჯორჯიამ“  საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისშიც გამართა

„მშობლის  სკივრი“ აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით, რათა თითოეულ რეგიონში, კონფერენციის ფარგლებში, შეხვდეს მშობლებს და სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს, რათა გააცნოს ის მხარდამჭერი შესაძლებლობები, რასაც ორგანიზცია “Mac Georgia” სხვადასხვა ფორმით სთავაზობს.

საინფორმაციო შეხვედრა  ბოლნისშიც გაიმართა, მთავარი თემა იყო „ბავშვის ადრეული განვითარება და განათლება“, რომელსაც მუნიციპალიტეტში არსებული  საბავშვო ბაღების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა მიზნობრივად მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოზიტიური მშობლობა, ქცევის მართვა, გარე და ბილინგვური განათლების პრინციპები, აღსაზრდელთა განვითარების მხარდაჭერა და სხვა. სესიებზე ასევე უზრუნველყოფილი იყო თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე. კონფერენცია ბოლნისში „მაკ ჯორჯიას“ პროგრამის „მშობლის სკივრის“ ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის, ზრდასრულთა განათლების ცენტრის და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

“Mac Georgia” (მაკ ჯორჯია) საქართველოში 2008 წლიდან ფუნციონირებს და კვალიფიციური სერვისების მიწოდების გზით უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას. ორგანიზაციის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს „მშობლის სკივრი“  – www.facebook.com/mshoblisskivri, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უზიარებს, ბავშვის განვითარებაზე და განათლებაზე უახლოეს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. ამასთანავე, უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა ბავშვთა განვითარების სპეციალისტებთან ინდივიდუალური კონსულტაციები, ვებინარები და პირისპირ ფორმატში ვორქშოფები/კონფერენციები.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები