ლელა გელაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

0
183

№1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.  ამასთან დაკავშირებით, ლელა გელაძეს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა,  სამუშაო კაბინეტში  უმასპინძლა, დამსახურებული ჯილდო მიულოცა, სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცა. შეხვედრას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და №1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც კოლეგას მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დაიწყო
შემდეგი სტატიასოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შევიდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ