ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
HomeTVლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტი ბოლნისს სტუმრობდა

ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტი ბოლნისს სტუმრობდა

დღეს ბოლნისს, იაპონელი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი შოჰეი ონო, ქართველ ვეტერან ძიუდოისტებთან – საქართველოს პარლამენტის წევრ ვარლამ ლიპარტელიანთან, ავთანდილ ჭრიკიშვილთან და ლუხუმ ჩხვიმიანთან ერთად სტუმრობდა. ახალ სპორტის სასახლეში სტუმრებს საქართველოს ჰიმნით შეხვდნენ, რასაც მოჰყვა ნინო დვალიშვილის ბიჭუნათა გუნდის მიერ შესრულებული მრავალჟამიერი. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, რის შემდეგაც სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ბოლნისელ პატარა ძიუდოისტებს სტუმრებისგან კიმონოები დაურიგდათ.

შოჰეი ონო ჩვენს ქვეყანაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, ქართველი ვეტერანი ძიუდოისტებისა და ბოლნისელი გოგა და კოკა აბრამიშვილების ორგანიზებით იმყოფება და მისი მიზანია ძიუდოისტებისთვის მასტერკლასების ჩატარება და სპორტული გამოცდილების გაზიარება. ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესს ზრდის, რაც, სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების საწინდარია.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები