შესაძლებლობა, ჩართულიყო სტაჟირების პროგრამაში და საჯარო სამსახურში სამუშაო გამოცდილება მიეღო, არ დაკარგა და ის უკვე, ამ პროექტის ფარგლებში, საკმაო გამოცდილებას აგროვებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში კიდევ 3 სტაჟიორია, რომლებიც მათზე მორგებული გრაფიკით გადიან სტაჟირების ოთხთვიან პროგრამას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა დაიწყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება.
აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რის შემდეგაც ხდება აპლიკანტთან გასაუბრება და იდება ხელშეკრულება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 4 სტაჟიორი სხვადასხვა განყოფილებაში ოთხთვიან სტაჟირებას გადის.
ახალგაზრდებმა, რომლებმაც შეავსეს შესაბამისი განცხადებები და გაიარეს გასაუბრების ეტაპი, მიმდინარე წელს, სექტემბრიდან უკვე გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკით.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობაა. თითოეული სტაჟიორი, ოთხთვიანი პერიოდის დასასრულს, მიიღებს შესაბამის დახასიათებას.
პროექტი საპილოტეა და წელს ამოქმედდა.