კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა, ასევე შეიზღუდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში და კულტურულ ცენტრებში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც არდადეგების პერიოდში რამდენჯერმე განხორციელდება. ყოველდღიურად მოხდება სპეციალური ხსნარით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამუშავებაც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად, ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 ფაქტია დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, (COVID-19) კოვიდ 19-ით ჯამში 217 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კი კარანტინის რეჟიმში 148, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -27 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებგვერდი www. StopCov, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
[:]